სირიაში გარდაცვლილი ბესო კუშტანაშვილის საქართველოში გადმოსვენების საკითხი გაურკვეველია

სირიაში გარდაცვლილი 18 წლის ბესო კუშტანაშვილის საქართველოში გადმოსვენების საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. საქმეში ჩართულია სირიაში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი. მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ცდილობს, გაარკვიოს – რა ვითარებაში გარდაიცვალა ბესო კუშტანაშვილი. კუშტანაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ ომალოში ცხოვრობდა. როგორც სოფელში ამბობენ, მასზე რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი იცოდნენ, ხოლო შემდეგ კი გაირკვა, რომ ის საბრძოლველად სირიაში იმყოფებოდა. კუშტანაშვილი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები