გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ქირურგები ბათუმის სამედიცინო ცენტრში ოპერაციებს ჩაატარებენ
ბათუმის სამედიცინო ცენტრს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ქირურგები ეწვივნენ, რომლებიც ორთოპედიულ ოპერაციებს ჩაატარებენ – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მეუღლის სანდრა ელისაბედ რულოვსის ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ქირურგები ფონდ SOCO-ს ინიციატივით ჩამოვიდნენ.
„დღეს ბათუმში ვიყავი, სამედიცინო ცენტრ „მედინაში“, სადაც ფონდი SOCO-ს ინიციატივით ორთოპედიული მისიით არის ჩამოსული 6 უცხოელი ქირურგი და ექთანი (გერმანიასა და დიდი ბრიტანეთიდან). მთელი კვირის განმავლობაში, ქართველ კოლეგებთან ერთად, ისინი უფასოდ ურთულეს ოპერაციებს უკეთებენ ბავშვებს. დიდი მადლობა ორგანიზაცია Little Wings!“ – წერს სანდრა ელისაბედ რულოვსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.