ზვიად სიჭინავა: “მოდულში” არავის დავუბარებივარ

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, ის გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს და კორუფციულ გარიგებებში ბრალდებული მსაჯების დაკავება სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია.
“არავის დავუბარებივარ, ეს არის თანამშრომლობის ერთ-ერთი წესი. ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება. თუ ხვალაც და ზეგაც იქნება საჭირო, კიდევ მოვალთ. ჩვენ წინ გვაქვს ტურები, უნდა დავნიშნოთ მსაჯები, ოქტომბერში ფიფა-ში უნდა წარვადგინოთ ახალი მსაჯები და გვინდა, რომ არაფერი გაგვეპაროს, თუ სადმე რამე ეჭვი არსებობს, გამოვრიცხოთ”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებული მსაჯები ამ დრომდე “მოდულის” შენობაში იმყოფებიან. ცოტა ხანში მათ ადვოკატები მოინახულებენ. დღეს სხვადასხვა სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სიჭინავა ე.წ. მოდულის შენობაში დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები