“ქართული მხარე ბესო კუშტანაშვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს”
სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული მხარე ამოწმებს, – ამის შესახებ ეგვიპტეში, სირიასა და ტუნისში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ ეს ინფორმაცია პრესიდან შევიტყვეთ და ვამოწმებთ. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ვითარებაა სირიაში“, – განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა.
სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დღეს დავრცელდა.
როგორც “კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ბესო კუშტანაშვილი 2 თვის წინ პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან თურქეთში წავიდა და ოჯახში განაცხადა, რომ იქ მუშაობას აპირებდა. თუმცა, თურქეთიდან მალევე სირიაში გადავიდა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს შეუერთდა. ოჯახს ბესო კუშტანაშვილის დაღუპვის შესახებ თურქეთიდან იმ ოჯახიდან აცნობეს, სადაც 18 წლის ახალგაზრდა სირიაში წასვლამდე დაბინავდა. “კვირას“ ინფორმაციითვე, სირიაში დაღუპული ახალგაზრდას ბიძა ცნობილი საველე მეთაურის რუსლან გელაევის თანამებრძოლი იყო. ის წლების წინ მომხდარი ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა