ბიძინა გიორგობიანმა „აგრომაქს დეკორის“ სანერგე მეურნეობა დაათვალიერა (ვიდეო)

 

  უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ გზებზე მწვანე ნარგავების მოვლისა და განაშენიანების საშემოდგომო სამუშაოებს იწყებს. მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისის მასშტაბით 18 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.
თბილისის მერია აღნიშნული და სამომავლოდ დაგეგმილი სხვა მსგავსი ტიპის პროექტების ფარგლებში სანერგე მეურნეობა „აგრომაქს დეკორთან“ მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
დედაქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა „აგრომაქს დეკორის“ სანერგე მეურნეობა პირადად დაათვალიერა. ბიძინა გიორგობიანმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უცხოელმა ინვესტორებმა და მათმა ქართველმა პარტნიორებმა ნერგების გამოყვანა და მათი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია საქართველოში დაიწყეს. მისი თქმით, აქამდე თუ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ნერგები რთულად ახერხებდნენ ადგილობრივი კლიმატთან ადაპტაციას, ახლა ეს პრობლემა გადაიჭრება, რაც ფინანსებსა და დროს დაზოგავს.
“ძალიან კმაყოფილი ვარ „აგრომაქს დეკორის“ სანერგე მეურნეობით. ცხადია დიდი პერსპექტივა აქვს აღნიშნულ სანერგეს. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებენ ნერგების ასორტიმენტს. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრ პროექტზე, რომელიც თბილისის და თბილისის შემოგარენის ეკოლოგიურ გაუმჯობესებას მოემსახურება. ამ პროექტების განხორციელებისას, რა თქმა უნდა, „აგრომაქს დეკორთან“ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“,-განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ცნობისთვის, თბილისში – სამების საკათედრო ტაძრის, მეტროსადგურ “ავლაბრის“, „თი-ბი-სი“ ბანკის, ბიზნეს-ცენტრის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე, საქართველოს მასშტაბით კი, – ურეკის, საჩხერის, ბათუმის „თიბისი“ ბანკის ფილიალების ტერიტორია. ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში კომპანია შპს „აგრომაქს დეკორმა“ უკვე გაამწვანა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=h9fNlrEcUro&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები