აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 400-მდე პირის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმში 53-ე ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ 400-მდე პირს მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორ „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა ამის შესახებ აჭარის ტელევიზიას განუცხადა და აღნიშნა, რომ მოწამვლა სასმელი წლის დაბინძურებას უკავშირდება. თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ის, რომ მოსახლეობა მოწამლულია, არანაირი დოკუმეტით არ დასტურდება. მათივე განმარტებით, სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ მოსახლეობას სამინისტროსთვის არ მიუმართავს და დღეს არც მინისტრის მოდგილესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან შეხვედრისას არ უთქვამთ. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, საკითხი დღეს პირველად დაისვა, რის შემდეგაც შესაბამისმა ორგანოებმა სინჯები აიღეს და მას ლაბორატორიულად გადაამოწმებენ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები