ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა. სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ბავშვი გუშინ 18.00 საათზე დაიბადა და დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის დედა მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ექიმთან იყო კონსულტაციაზე და მას ექიმმა უთხრა, რომ ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ოჯახი ახლაშობილის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი ახალშობილი გარდაიცვალა. ოზურგეთის საავადმყოფოში ორი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები