ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც თითქმის მთელი დღის განმავლობაში რაიონულ ცენტრს 80 ოჯახი იყო მოწყვეტილი.
პარალელურად, დაზიანდა სოფლის ხიდიც, რომელსაც ადიდებულმა მდინარემ საყრდენი ბურჯები გამოაცალა. ხიდით სოფლის ცენტრს 36 ოჯახი უკავშირდება.
საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გზის მეწყრისგან გათავისუფლება მოახერხეს, თუმცა პროცესი, შესაძლოა, ისევ გაგრძელდეს.
რაც შეეხება ხიდს, ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა. გამოდარების შემდეგ სპეციალისტები კონსტრუქციის მდგომარეობას შეისწავლიან და გადაწყდება ან მისი აღდგენა ან ახალი ხიდის მშენებლობა. ორივე შემთხვევაში, 36 ოჯახმა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზით, შესაძლოა, თვეების განმავლობაში ვერ ისარგებლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები