ვახტანგ რჩეულიშვილი: ცენტრ-პოინტელებო ფხიზლად!
ვახტანგ და მაია რჩეულიშვილები სამშენებლო კომპანია “ცენტრ-პოინტის“ გადასარჩენად ბრძოლას იწყებენ.
ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და “ცენტრ-პონტის“ თანამშრომლებსა და კლიენტებს მიმართავს თვალი ადევნონ ინფორმაციას, რომელსაც “ცენტრ-პონტი“ გაავრცელებს.
“ბათუმიდან ჩამოვედი! ვიწყებ საბოლოო ბრძოლას ცენტრ-პოინტის გადასარჩენად! ხელისუფლებამ გამოიღვიძა, მაგრამ ისევ არ ჩათვლიმოს მეშინია! ცენტრპონტელებო (თანამშრომლებო და კლიენტებო) ფხიზლად! მარტო ჩემი ოჯახის აქტიურობა საკმარისი არ არის! ინფორმაციას ყოველდღე მოგაწვდით! მერე არ თქვათ რომ არ ვიცოდით, ადრე გეთქვათო! სიგნალები მთავრობისაგან კარგი მივიღეთ, მაგრამ სიგნალები ბინებად არ გამოგადგებათ! ვაქციოთ მესიჯი ბინად! (რა ფეისბუკური სლოგანია-შეაფასეთ!) მე ცენტრ-პოინტი და მაია რჩეულიშვილი !“, – წერს ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში.