თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. “თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხებათ შემდეგ აბონენტებს: ნაძალადევის რაიონი – 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახიანის, ნოსტეს, ჩოდრიშვილის, მუშათა, კელაპტრიშვილის, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, მესხის, ასკურავას, კიკნაძის, კისისხევის, უიარაღოს, წრომის, ჩხიკვაძის და სტურუას ქუჩების 1671 აბონენტს, 11 საათიდან 15 საათამდე – დადიანის და ზესტაფონის ქუჩების 420 აბონენტს; ისნის რაიონი – 10 საათიდან 17 საათამდე – მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, საექიმოს, ჩოხელის, თეთრიწყაროს, მეველის, ციხისძირის, წულაძის და დიდგორის ქუჩების 4130 აბონენტს, 11 საათიდან 17 საათამდე – მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების, საავიაციო ქარხნის დასახლების და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის 4203 აბონენტს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე – ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის 192 აბონენტს. საბურთალოს რაიონი – 10 საათიდან 14 საათამდე -ცინცაძის, საბურთალოს და თამარაშვილის ქუჩების 791 აბონენტს, 11 საათიდან 15 საათამდე – სანაპიროს ქუჩის 9 აბონენტს; კრწანისის რაიონი – 10 საათიდან 16 საათამდე – სოფელ თელეთის (ნაწილობრივ), ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების 306 აბონენტს; ჩუღურეთის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე – ჩუბინაშვილის, დოლიძის, წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის და ტოვსტონოგოვის ქუჩების 621 აბონენტს. სამგორის რაიონი – 11 საათიდან 17 საათამდე – ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების 1134 აბონენტს. გლდანის რაიონი – 11 საათიდან 13 საათამდე – გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების 217 აბონენტს. ვაკის რაიონი – 10 საათიდან 14 საათამდე – დაბა წყნეთის 270 აბონენტს; დიდუბის რაიონი – 11 საათიდან 16 საათამდე – ლუბლიანას, ჩაჩავას და ახმეტელის ქუჩების 337 აბონენტს; მთაწმინდის რაიონი – 11 საათიდან 16 საათამდე – კოსტავას ქუჩის 62 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები