როსტოვში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა
როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ავრცელებს.
„აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული.