იერუსალიმში, ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.  ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველები ძალადობის ესკალაციის ფონზე 9 ადამიანი დააკავეს.

ებრაული მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ნოამ დანია, რომლის ბიძაშვილის ყოფილი ქმარი, ოფერ კალდერონი ღაზაში მძევლად აიყვანეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები