გიორგი მარგველაშვილი ოჯახთან ერთად სპექტაკლს დაესწრო – ფოტოკოლაჟი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოჯახთან ერთად, რუსთაველის თეატრში, დაესწრო მუსიკალურ მულტიმედიურ წარმოდგენას „უცნობი ტაია“. პროექტის იდეა უცნობს, შოთა გლურჯიძეს და გიორგი ასანიშვილს ეკუთვნის. პროექტს საფუძვლად უდევს გია ყანჩელის მუსიკალური თემები, სპექტაკლებიდან და კინოფილმებიდან.