ქობულეთში 55 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში 55 წლის მამაკაცი დაიხრჩო – ამის შესახებ „კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი ლევან სულაურია და მას ამ დრომდე ეძებენ. „55 წლის მამაკაცს ზღვაში ჩვენ ამ დრომდე ვეძებთ. სავარაუდოდ, ის ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა “ , – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშოაები და ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები