ნარმანია: წყნეთის გზატკეცილზე მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსი არ შეჩერებულა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წყნეთში სარეკრეაციო ზონაში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, წყნეთის გზატკეცილზე მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსი არ შეჩერებულა, არამედ ზონა შეიცვალა. ნარმანიამ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრომ ვალდებულება აიღო და ტერიტორია განაშენიანებისთვის გერმანულ სკოლას მისცა, სადაც თანამედროვე ტიპის ევროპული სკოლა უნდა გაკეთდეს.
“იქ არის საცხოვრებელი ზონა და მის გვერდით ტერიტორიაზე მიეცემათ მათ მშენებლობის უფლება, რათა ჩადონ ინვესტიცია და ააშენონ ისეთი სკოლა, რაზეც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ. სტატუსის შეჩერება არ მომხდარა, ზონა შეიცვალა, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს, თუმცა ეს მწვანე ნაწილთან და ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებული არ არის”, – აღნიშნა ნარმანიამ.
წყნეთის გზატკეცილზე სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეეცვალა და საცხოვრებელ ზონა #6-ად გადაკეთდა. ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის წესით, საგანმანათლებლო კომპლექსის ასაშენებლად უსასყიდლოდ გერმანელებს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები