აჭარაში 5 -ბალიანი შტორმია – ზღვის სანაპიროზე სპეცტექნიკაა მობილიზებული
აჭარის სანაპიროებზე შტორმი 5 -ბალიან ნიშნულს მიუახლოვდა. რეგიონში დაახლოებით სამი საათია, გადაუღებლად წვიმს. როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქობულეთსა და ფიჭვნარში ხეები წაიქცა.
“ქალაქის უბნების დატბორვასთან დაკავშირებით სამაშველო სამსახურში ჯერ შეტყობინება არ შესულა. ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, სამაშველო სამსახურის მიერ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია ტრაქტორები, რომელიც შტორმის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს“,- განუცხადა “კვირას“ მამუკა თურმანიძემ.