შსს-ს თანამშრომლებმა ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოთქვეს სურვილი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაეღოთ.
სამინისტროს ინფორმაციით, იაშვილის კლინკის ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილების სამ მცირეწლოვან პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მესამე ჯგუფის რეზუს-დადებითი და პირველი ჯგუფის რეზუს-უარყოფითი სისხლი.
პატრულ-ინსპექტორების მიერ გაღებულმა სისხლმა პატარებს შეუვსო რამდენიმე დღის დეფიციტური ჯგუფის სისხლის მარაგი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, უკვე წელიწადზე მეტია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებს. იაშვილის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის აქციის: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში სამინისტროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს რეგულარულად ეხმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამომავლოდაც გეგმავს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის სისხლის ჩაბარების აქციების მოწყობას როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=heYV1Tg_OQw&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]