სახალხო დამცველი N 7 სასჯელაღსრულების დაწესებულების გაუქმებას ითხოვს

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების N 7 დაწსებულების გაუქმებას ითხოვს, – ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ N 7 დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს პატმრებისთვის სათანადო პირობებს და სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას ურჩევს, რომ N 7 დაწესებულება გაუქმდეს.
„მე-7 დაწესებულება უნდა გაუქმდეს, რადგანაც იქ არსებული პირობები და მდგომარეობა არც ეროვნულ და არც საერთაშორისო მოთხოვნის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. არაერთი რეკომენდაცია ჰქონდა დაყენებული სახალხო დამცველს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ამ რეკომენდაციის გათვალისწინება და ის პირობები, რომელიც არის რეალურად ამ დაწესებულებაში იქნება აღმოფხვრილი. რა თქმა უნდა, შესაძლოა იქ იყონ მაღალი რისკის მატარებელი პატიმრები, მაგრამ პირობები აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი. მე-7 დაწესებულებაში დღეს არსებული პირობები, ნამდვილად არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები