„ჯეოტურანი“ 24-27 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ წყლის საერთაშორისო გამოფენას გამართავს
კომპანია „ჯეოტურანი“ 24-27 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ წყლის საერთაშორისო გამოფენას აწყობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„გიწვევთ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ წყლის საერთაშორისო გამოფენაზე – „AQUA THERM TBILISI 2014“, სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი და ინოვაციური ნანო ტექნოლოგიები, წყლისა და გაზის რესურსების მართვის მიმართულებით. მათ შორის, საკომუნიკაციო მაგისტრალების დეფექტოსკოპები და მილების სკანირების რობოტები, ლაბორატორიული კვლევისათვის საჭირო დანადგარები, კანალიზაციის საწმენდი სისტემები, წყლისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის საჭირო ყველა პროდუქცია და მათი საინსტალაციო აპარატები. კომპანიის საქმიანობა ახალი გამოწვევაა ქართულ ბაზარზე, რომლის საქმიანობას წარმოადგენს: ნებისმიერი დიამეტრის მილების პირპირა და ელექტრო შედუღება-რეკონსტრუქცია, წყლის და გაზის გაჟონვის აღმოჩენა -მომსახურება, გაჭედილი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების წმენდა-რეკონსტრუქცია, მილების ტელედიაგნოსტიკა, დამარხული ჭებისა და კაბელების მოძებნვა სპეც აპარატით, ცენტრალური გათბობის და კონდიცირების სისტემების წმენდა-დიაგნოსტიკა. კომპანია „ჯეოტურანის“ პრეზენტაციასთან ერთად გაიმართება ახალი პროექტის -„ევრომასტერის“ წარდგინება. „ევრომასტერი“ კომპანია „ჯეოტურანის“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების მიღებას და დასაქმებას. დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს პროფესია აიმაღლოს სამშენებლო მიმართულებით სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს კოლეჯში სწავლებას და შემდგომ სასწავლებლის რეკომენდაციის საფუძველზე, „ჯეოტურანი“ უზრუნველყოფს მათ დასაქმებას. პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენებით გაამარტივოს და პროდუქტიული გახადოს სერვისული მომსახურება. აღნიშნული ტექნოლოგიების და უახლესი ლაბორატორების პრაქტიკაში დამკვიდრება და ექსპლუატაციაში შესვლა, რეალურად იქნება უპრეცედენტოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ხარისხიანი მშენებლობის საქმეში. ჩვენი მიზანია, აღნიშნული სისტემების დახმარებით, ხელი შევუწყოთ ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას მაგისტრალების მშენებლობის სფეროში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „ჯეოტურანის“ პარტნიორი ევროპული კომპანიების პროდუქციები: გერმანული – „როტენბერგერი-ს“ (www.rothenberger.com), „კროლი“-ს (www.kroll-fahrzeugbau.de), „რიკო“-ს (www.rico-gmbh.de), იტალიური -„რიტმო“-ს (www.ritmo.it) თურქული – „ტურან ბორფიტი“-ს (http://turanmak.com) იაპონური – „ჰიტაჩი“-ს (http://www.hitachi.com) თბილისი, წერეთელის გამზ. #118, საგამოფენო ცენტი “ექსპო ჯორჯია”,XI პავილიონი.
საკონტაქტო პირი: ნანა ვერულაშვილი; მობ: 568 80 73 60 ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ.3/2; ტელ: (+995 32) 344 348; email: info@turamnak.ge; www.turanmak.geღონისძიების ადგილი: თბილისი, წერეთელის გამზ. #118, საგამოფენო ცენტი “ექსპო ჯორჯია”,XI პავილიონი; თარიღი: 24 სექტემბერი, 11:00 საათი”, – ნათქვამია განცხადებაში.