საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო – ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრელები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს, ნახევარფინალი კი ფრანგებთან ანგარიშით 2:4 დათმეს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში  ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედალი – გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი – ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ).

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა, გიორგი სარდალაშვილი კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია. საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები