როგორი სუნი აქვს სიკვდილს – მეცნიერების უცნაური შედეგები

მიუხედავად თანამედროვე მედიცინის ყველა მიღწევისა, ადამიანის სიკვდილი ჩვენთვის საიდუმლოდ რჩება. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რა სუნი აქვს სიკვდილს. საქმე მხოლოდ გახრწნის სუნს არ ეხება, არამედ არომატებს, რომლებსაც გარდაცვლილი ადამიანის სხეული დროის სხვადასხვა მონაკვეთში გამოყოფს.

ცნობილია, რომ გარდაცვლილ ადამიანს მოტკბო სუნი ასდის. მისი წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ ძველ დროში მსჯელობდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების არ არსებობის გამო, მისი შესწავლა ვერ მოხერხდა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში გერმანელმა ქიმიკოსმა, ლუდვიგ ბრიგერმა დაადგინა ამ სუნი შემადგენელი ნაწილები. ეს აღმოჩნდა ორი ნივთიერება – პუტრესცინი და კადავერინი. ისინი ბაქტერიების მიერ პროტეინების ბუნებრივი დაშლის მიერ მიღებულ პროდუქტებს წარმოადგენენ. მეცნიერმა მათ „კადავერული შხამები“ უწოდა.

Bigpicture ru article o dead patient wakes up facebook

იდუმალებით მოცული პუტრესცინი

ადამიანში სიკვდილთან ასოციაციას მხოლოდ პუტრესცინი იწვევს, თანაც ეს ქვეცნობიერში ხდება. კენტის უნივერსიტეტში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მოსწავლეებს აძლევდნენ სინჯარებს წყლის, კადავერინისა და პუტრესცინის სუნით. ამ სამი არომატიდან აუხსნელ აღელვებას მხოლოდ პუტრესცინი იწვევდა.

ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა არნო ვისმანმა ამასთან დაკავშირებით თამამი რამ თქვა. მისი აზრით, მომაკვდავი ადამიანი გრძნობს პუტრესცინის სუნს, ვინაიდან მის ორგანიზმში დაშლის პროცესი იწყება.

ამ საკითხმა ისე დააინტერესა მეცნიერი, რომ განაგრძო ცდების ჩატარება და ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინა.

არნო ვისმანმა გააერთიანა ძალები თავის კოლეგასთან არკანზასის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ილან შრირთან.  მათ 12 მოხალისე შეკრიბეს და ორი სინჯარა მისცეს დასასუნად. მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ეს ორი სხვადასხვა სუნი იყო, მაგრამ სინამდვილეში, ორივე კონტეინერში ერთი და იგივე ნივთიერება – პუტრესცინი იყო.

ცდის მონაწილეებს ორივე სუნზე აბსოლუტურად იდენტური რეაგირება ჰქონდათ. მისი ზემოქმედების ქვეშ ყველა დაკვირვებული, ფრთხილი და აგრესიული ხდებოდა. ვისმანმა და შრირმა ეს ბუნებრივი მეხსიერებით ახსნეს. ადამიანის ქვეცნობიერში ჩანერგილია, რომ სიკვდილის სუნი სახიფათოა, ამიტომ ორგანიზმი ძალების მობილიზებას იწყებს, რათა სიკვდილს წინ აღუდგეს.

მოცელილი ბალახის სუნი

ფსიქოლოგების აზრი გასაგებია, მაგრამ რას ფიქრობენ ამაზე ქიმიკოსები? ჰადერსფილდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ე.წ. ცხედრის სუნი მაშინვე არ ჩნდება. თავიდან გარდაცვლილ ადამიანს ახლად მოცელილი ბალახის სუნი ასდის. მათ ამის შესახებ ექსპერიმენტის საფუძველზე დაასკვნეს. ახლად დაკლული ღორები ჰერმეტულ ყუთში მოათავსეს და იქიდან ყოველ რამდენიმე წუთში ჰაერის სინჯებს იღებდნენ და იქვე შეისწავლიდნენ.

აღმოჩნდა, რომ სიკვდილისას ორგანიზმი თავისი უჯრედების გადამუშავებას იწყებს. ამასთან ერთად, გამომუშავდება ნივთიერება, რომელსაც აქვს ახლად მოცელილი ბალახის სუნი. ეს სუნი თითქმის ყველას მოსწონს და არავისთან ასოცირდება სიკვდილთან. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის ან ცხოველის ცხედარს სიკვდილამდე ან შემდეგ კარგი სუნი აქვს, მაგრამ თავად მომაკვდავი ამ სუნს, ალბათ, ვერ გრძნობს.

Bigpicture ru aprog

ხშირ შემთხვევაში, სიკვდილის წინ ადამიანი ყნოსვას კარგავს. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს 10-წლიანი კვლევა, რომელშიც 1774 მონაწილე ჩართეს. ეს ადამიანები 40-დან 90 წლამდე იყვნენ. ყოველ წელს თითოეულ მონაწილეს აძლევდნენ 10 სხვადასხვა სურნელს და სთხოვდნენ მათ აღწერას. დადგინდა, რომ ასაკთან ერთად, სუნების აღქმა ძალიან იცვლება. ამავდროულად, ადამიანებს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე არომატების ამოცნობა უჭირდათ. აღმოჩნდა, რომ არასწორად გამოვლენილი ყოველი სუნი 8 პროცენტით ზრდის ადრეული სიკვდილის ალბათობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები