აეროპორტების გაერთიანება “ევრო 2024”-ზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთის შეძენის წესებსა და პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 -ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები TKT.GE გაყიდვაში ხვალ 13:00 საათიდან ჩაეშვება. 1 გზის ღირებულება 195 ევრო იქნება.

ბილეთის შეძენის წესები და პირობები შემდეგია:
• ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
• მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას
• მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.

შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.
ევრო 2024- ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს. Georgian Wings, Eurowings, Wizz Air და Hi Sky გერმანიის მიმართულებით და პირიქით, რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

თბილისი-კიოლნი: 16, 17, 23, 24, 26 ივნისი
კიოლნი-თბილისი: 19, 20, 26, 27, 30 ივნისი
თბილისი-დიუსელდორფი: 16, 23 ივნისი
დიუსელდორფი-თბილისი: 20, 27 ივნისი
თბილისი-ჰამბურგი: 19, 20 ივნისი
ჰამბურგი-თბილისი: 23, 24 ივნისი

ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს.

სუბსიდირებული ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com, ასევე ხვალიდან იქნება შესაძლებელი. 1 გზის ღირებულება თბილისიდან დანიშნული ჩარტერების მსგავსად, 195 ევრო იქნება.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები