იული სტრაუმეს 140 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ბიბლიოთეკა გაიხსნება
ხვალ, 18:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ლატვიის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად, იული სტრაუმეს 140 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენისა და ბიბლიოთეკის გახსნაზე გიწვევთ. გამოფენაზე ლატვიელი მხატვრის იული სტრაუმეს (1874-1970) კავკასიის თემაზე შექმნილი ესკიზებისა და ჩანახატების მრავალრიცხოვანი კოლექცია იქნება წარმოდგენილი.