“ჰანტავირუსმა” ევროპაში შეაღწია – შვეიცარიაში ინფიცირების შემთხვევა დაადასტურეს

შვეიცარიაში “ჰანტავირუსის” შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ატლანტის ოკეანეში მოძრავ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე გავრცელებულ ინფექციას უკავშირდება. ინფორმაციას საერთაშორისო მედია და ევროპული ჯანდაცვის უწყებები ავრცელებენ.

საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ვირთხების ვირუსით გავრცელებულ კრუიზულ ლაინერზე არ იმყოფებოდა, ინფიცირებულ მგზავრთან ერთად ფრენის შემდეგ ჰანტავირუსით დაინფიცირდა.

გავრცელებული ცნობებით, ციურიხში ჰოსპიტალიზებულია გემის ყოფილი მგზავრი, რომელსაც „ანდების“ შტამის “ჰანტავირუსი” დაუდასტურდა. სწორედ ეს შტამი ფიგურირებს საკრუიზო გემზე დაფიქსირებულ შემთხვევებშიც, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა შემთხვევა და განაცხადა, რომ ციურიხის უნივერსიტეტის საავადმყოფო „მზად არის გაუმკლავდეს ასეთ შემთხვევებს, შეუძლია პაციენტზე ზრუნვა და გარანტიას იძლევა პერსონალისა და ყველა პაციენტის უსაფრთხოების შესახებ“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამჟამად შვეიცარიის საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს“.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) შეფასებით, მოსახლეობისთვის ინფექციის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე „ძალიან დაბალია“, თუმცა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და მონიტორინგი.

ჰანტავირუსი ძირითადად მღრღნელებით ვრცელდება, თუმცა „ანდების“ შტამის შემთხვევაში ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც შესაძლებელია, რაც იშვიათ მოვლენად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები