ირაკლი ხელაძე: სისტემატურად ვსაუბრობდით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი
“ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სპეკულაციები იმ თემაზე, თითქოს 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს რამდენიმე სამართალდამცავის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამოძიება დაგვიანებით მოხდა, არასწორია.
„ეს პერიოდი ვერ ხერხდებოდა იდენტიფიცირება იმ პირებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ მსგავს ქმედებებში, რომელიც არავისთვის არ იყო სასიამოვნო, ეს პირველ რიგში დისკრედიტაციას ახდენდა ჩვენი სახელმწიფოსი, იმ პოლიციელების, რომლებიც გმირულად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას იმ ფონზე, როდესაც ორგანიზებულად იყო მცდელობა მოეხდინათ ახელმწიფო გადატრიალება, კონსტიტუციური წყობილების დამხობა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა.