თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია – „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა” გაიმართა

თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია – „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა.

საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ისტორიკოსები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

კონფერენციაზე მიღებულ იქნა სამეცნიერო რეზოლუცია ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით. რეზოლუციას ხელი მოაწერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები