კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „შერეკილების“ პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „შერეკილების“ პრემიერა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.
დადგმა რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას მეგობრობას ეძღვნება.
სპექტაკლის რეჟისორია ლეო გაბრიაძე. მისი ხელმძღვანელობით, რეზო გაბრიაძის ესკიზების, პორტრეტებისა და ნახატების საფუძველზე შეიქმნა სცენოგრაფია, თოჯინები და დეკორაცია. დადგმისთვის ჩაიწერა ახალი მუსიკალური გაფორმება, რომელიც ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკის სინთეზს წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები