არაღჩი: აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, შეერთებული შტატები „უგუნურ სამხედრო ავანტიურასა“ და ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის ჩაშლაში დაადანაშაულა.

მინისტრის განცხადება აშშ-ის საზღვაო ძალებსა და ირანის ძალებს შორის ჰორმუზის სრუტეში საჰაერო დარტყმების გაცვლიდან ერთი დღის შემდეგ გაკეთდა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც მაგიდაზე დიპლომატიური გადაწყვეტა დევს, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს. მიზეზების მიუხედავად, შედეგი ყოველთვის ერთია: ირანელები ზეწოლას არასოდეს ეგუებიან, დიპლომატია კი ყოველთვის მსხვერპლია“,- დაწერა მან პლატფორმა X-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს მოითხოვა, რომ ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები