ირაკლი ზარქუა – ევროკავშირის ელჩზე: პრეზიდენტს შეუმტვრიეს ღობე, ჩამოგდებით ემუქრებოდნენ, ამაზე ელემენტარული, კომენტარიც არ გააკეთა, რომ სიმბოლურად მაინც დაეგმო
“პრეზიდენტს შეუმტვრიეს ღობე, ჩამოგდებით ემუქრებოდნენ, ამაზე ელემენტარული, კომენტარიც არ გააკეთა, რომ სიმბოლურად მაინც დაეგმო,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენები გარე ძალების მხრიდან იყო ლობირებული და მხარდაჭერილი.
„ერთი კაცი ვერ გამოვიდა – ევროკავშირის ელჩი რომ ჰქვია და დემოკრატიაზე ლექციებს რომ გვიკითხავს, პრეზიდენტს შეუმტვრიეს ღობე, ჩამოგდებით ემუქრებოდნენ, იმუქრებოდნენ მთავრობის დაკავებით, ჩამონგრევით და ამაზე ელემენტარული, კომენტარიც არ გააკეთა, რომ სიმბოლურად მაინც დაეგმო. ვერ დაგმობს, რადგან იკვეთება, რომ ეს მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი და ლობირებული და ბუნებრივია, შემდეგ ესენი ხომ ეტყვიან, შენ, ძმაო, დაკვეთას რომ გვაძლევდი, გვაფინანსებდი, ახლა არ მოგწონს?! ასეთ სიტუაციაში არიან და ბუნებრივია, კანონი არის უზენაესი!“, – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.