სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ოპერატიული თათბირი გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად დღეს ოპერატიული თათბირი გამართა – ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თათბირზე სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენეს. შეხვერდას, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
თათბირის დამთავრებისთანავე ბრიფინგი გაიმართება, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
21 სექტემბერს, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები