ბათუმში ქუჩებისა და სკვერების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

 

   ბათუმში სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩებისა და სკვერების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. გაიწმინდა მთელი ქალაქის ტერიტორია, ყველა ქუჩა, შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით. სპეციალური ტექნიკის დახმარებით მოხდა დატბორილი ქუჩებიდან და ეზოებიდან შლამის გატანა. გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულია შპს სანდასუფთავების სრული შემადგენლობა. ამ დროისთვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ზღისპირა პარკის სანაპირო ზოლზე. დღის ბოლოსთვის სრულად გაიწმინდება სანაპირო ზოლის სარფიდან ჩაქვამდე მონაკვეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები