კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს
კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. “კვირა” ყანდიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მეგობრებო – გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან “მაესტროზე” ვიწყებ გადაცემის წაყვანას – არ შეესაბამება სინამდვილეს. თუმცა ვადასტურებ რომ კონსულტაციები ამ თემაზე – მიმდინარეობს და არ გამოვრიცხავ რომ მომავალში ეს იდეა განხორციელდეს.
აქვე მინდა შეგატყობინოთ, რომ ვფიქრობ შევქმნა სტუდია – და რამოდენიმე არხს ერთდროულად შევთავაზო სხვა და სხვა სახის ტელე-პროდუქცია. თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე – რა თქმა უნდა შეგატყობინებთ და პრეზენტაციაზეც დაგპატიჟებთ. ამჟამად, ვაგრძელებ მუშაობას – საქართველოს მთავრობის კანცელარიაში კონსულტანტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში”, – ნათქვამია განცხადებაში.