ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.76 ლარი გახდა
16 მაისის ვაჭრობის შედეგად დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.73 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.25 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0002 ლარი გახდა.
ინფორმაციისთვის, 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესარბილებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა.