ამირან სალუქვაძე: ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა ეჭვები, რომ ადგილი ჰქონია “ერთჯერად მსხვილ ტრანზაქციას, შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა
“ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა ეჭვები, რომ ადგილი ჰქონია “ერთჯერად მსხვილ ტრანზაქციას. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა”,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მარტივ ენაზე რომ გადმოვიყვანოთ, ვიღაცამ ძალიან დიდი რაოდენობით ვალუტა (დოლარი ან ევრო) ერთჯერადად შეიძინა, რითაც მიმოქცევაში ჭარბი რაოდენობით ლარი მივიღეთ.
ამას დაემატა დაძაბული, პანიკური ფონი პროტესტის და მსოფლიო ბირჟებზე ჩვენი ბანკების აქციების ვარდნის ინფორმაციის გავრცელების გამო.
ცეცხლზე ნავთს ასხმადნენ პოლიტიკოსები, თითქოს ამერიკას შეუძლია ლარი ქაღალდად აქციონ. ერთ-ერთი ოპოზიციონერი ტოკ-შოუში საუბრობდა, რომ ამერიკა ვიზას გაგვიუქმებდა და მარკეტში პურს ვიყიდით ბარათითო და ა.შ. მსგავსი საუბრებიც პანიკას და ვალუტის მომარაგების განწყობებს ქმნის.
ეს ხალხი თვეების წინ დარბოდნენ მარკეტებში, შეწუხებული სახეებით, სურსათის ფასებს აფიქსირებდნენ. თითქოს ხალხის ბედი აწუხებდათ. ახლა კი ლარის გაკუპონებით აშინებდნენ იგივე ადამიანებს”,- წერს სალუქვაძე.