გიორგი მარგველაშვილმა მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში მეწყრის შედეგად დაზარალებული ქარცივაძეების ოჯახი მოინახულეს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და ოჯახს დახმარება აღუთქვეს. მათივე ცნობით, ბათუმში 20-21 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა ქარცივაძეების სამსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი დაუზიანა. დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა გეოლოგებმა შეისწავლეს. ამ დროისთვის ოჯახი თავს ნათესავებს აფარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები