დავით ნარმანია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია მეუღლესთან ერთად, ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ რიგით მე-12 დაჯილდოებაზე ჟიურიმ 2013 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები 10 ნომინაციაში დაასახელა.
დაჯილდოებულებს „საბას“ პრიზთან ერთად „თი-ბი-სი“ ბანკისგან ფულადი პრემია გადაეცათ.
წელს „საბას“ კონკურსზე 338 წიგნი იყო წარდგენილი, საიდანაც ჟიურიმ ფინალისტად 47 წიგნი დაასახელა.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გასული ერთი წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენაა.