დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა
15 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 4.59 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9577 ლარი გახდა.