დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომარაგების მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომარაგების მიწოდება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის(ნაწილობრივ), კამალოვის, კავთისხევის, სვანიძის, თამარაშვილის, გულრიფშის, მახინჯაურის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, წიკლაურის, საჭილოს, მანჯგალაძის, სააკაძის, გომბორის, ჯანელიძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ჭყონდიდელის და გულრიფშის ქუჩების 2036 აბონენტს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და ახვლედიანის ქუჩის 642 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის 113 აბონენტს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე: ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების 231 აბონენტს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე: ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, დელისის, ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების 550 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე: გორგასლის ქუჩის 292 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე: გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ) და სანზონის დასახლების 629 აბონენტს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე: მოსკოვის გამზირის, დოლაბაურის II ხევის, დოლაბაურის II ქუჩის, სამგორის, ბოგდან ხმელნიცკის, კაჭარავას და წერნაკის ქუჩების 354 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეთაგუროვის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის და ტოლსტოის ქუჩების 326 აბონენტს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის 50 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და რესპუბლიკის მოედნის 59 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ყიფიანის და ევდოშვილის ქუჩების 257 აბონენტს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები