რა ვერ „გაატარა“ თინა ხიდაშელმა თამარ ჩერგოლეიშვილისგან?
უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის ფესბუქის პოსტს ეხმაურება, სადაც ჩერგოლეიშვილი წერს – „რამდენიც უნდა იყვიროს ახლა ხიდაშელმა, გელაშვილი, ეგრევე „ნოშრიკო“ მოხვდება თავში“. როგორც ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, არაფერს იტყოდა, როგორც მისი უამრავი უზრდელობა „გაუტარებია“, მაგრამ ეს ნახევარი წინადადება საუკეთესო მაგალითია.
„ეს screen shot გამომიგზავნეს ახლა, ქალბატონმა გახსენაო. ეს პრობლემა არ არის და, ალბათ, არც არაფერს ვიტყოდი ისე, როგორც უამრავი მისი უზრდელობა გამიტარებია, მაგრამ ეს ნახევარი წინადადება საუკეთესო მაგალითია. დიდებულია! სწორედ ის არის, რაც ჭირდათ და, როგორც ჩანს, დღემდე ვერ გაიგეს, ალბათ, ვერც გაიგებენ .”ვერ მოხვდება ხიდაშელს “ნოშრიკო”, იმიტომ რომ იმედია, ასე არ იქნება, მაგრამ 100 ნოშრიკო რომ მოხდეს ხვალ, ამას არაფერი კავშირი აქვს, ვერ ამართლებს, ვერ ასწორებს და ვერ ასაბუთებს ერთი გელაშვილის ფაქტს. ბუნებრივია, არ ვაპირებ დავწვრილმანდე ისეთ ამბებზე, როგორიც არის სისატიკის ხარისხი, გამოძიებულ / დაკავებული vs გამოუძიებელი, მივიწყებული, ნეტარებაში გარინდებული, სასამართლოს მიერ გათავისუფლებული vs პარლამენტიდან გაძევებული და ა.შ. მაგრამ ამას რომ მიმხვდარიყვნენ, ხომ ისევ ხელისუფლებაში იქნებოდნენ“, – წერს ხიდაშელი