სოფო ნიჟარაძე განმარტებას აკეთებს: „ეს არის ის „2 -მილიონიანი“ სიდიდის ოთახი“

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, მანჰეტენზე 2 მლნ დოლარად სახლი უყიდა, თავად მომღერალი ეხმაურება. სოფო ნიჟარაძე ინფორმაციას უარყოფს. მომღერალი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტთან ერთად ოთახის ფოტოს აქვეყნებს. მომღერლის განმარტებით, ოთახი 15 კვადრატული მეტრისაა და მასში ქირით ცხოვრობს.
„ეს არის ის „ორ მილიონიანი“ სიდიდის ოთახი, რომელშიც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში, ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა, ალბათ, ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც საყიდლად მომივიდოდა“, – წერს სოფო ნიჟარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები