პრობაციონერებმა თბილისის ეროვნული პარკი დაასუფთავეს

თბილისის ეროვნულ პარკში პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ხელმოწერის ცერემონიალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაესწრო. მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულები რესოციალიზაციაზე ორიენტირებულ საინფორმაციო-შემეცნებით ტრენინგებში და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებში ჩაერთვებიან. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი, აქტიური და განსაკუთრებული მონდომებით გამორჩეული პირები კი, დაცულ ტერიტორიებზე დასაქმდებიან.
თბილისის ეროვნულ პარკში კამპანიის ფარგლებში: „ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე გარემოზე“ პრობაციონერების მონაწილეობით დასუფთავების აქცია მოეწყო. 20-მდე პირობით მსჯავრდებულმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ეროვნული პარკის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები