მაია ნიკოლეიშვილს წარსულს ახსენებენ – „გახსოვს, ავთო იოსელიანის კაბინეტში მუხლებში ჩავარდნილი რომ მეხვეწებოდი?“

ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი დამოუკიდებელ სასამართლო – სამედიცინო ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს მიმართავს. სულაშვილი ფეისბუქის საკუთარი გვერდის მეშვეობით ნიკოლეიშვილს ახსენებს, ყოფილი მაღალჩინოსნის ავთო იოსელიანის კაბინეტში მუხლებში ჩავრადნილი, როგორ ეხვეწებოდა ძმის და “მეგობარი” მამაკაცის ყაჩაღობის ფაქტის დამალვას.
„მაია, გახსოვარ? სხვამ თუ არა, მე ხომ კარგად ვიცი, ვინც ბრძანდები? გახსოვს ავთო, იოსელიანის კაბინეტში მუხლებში ჩავრადნილი, რომ მეხვეწებოდი შენი ძმის და “მეგობარი” მამაკაცის (სხვათა შორის გენპროკურატურის პროკურორის) ყაჩაღობის ფაქტი დამემალა (გივი ნოზაძე რომ დააყაჩაღეს ლისის ტბის მიდებარე ტერიტორიაზე)? ალბათ, ისიც გახსოვს, სანაცვლოდ რა გარიგებას მთავაზობდით შენ და ავთო? სამწუხაროდ, ჩემთან ეს არ გამოგივიდათ, სამაგიეროდ სხვა ხრიკებს მიმართეთ… გინდა კიდევ ერთი რამ გაგახსენო? იოსელიანის სიტყვები: “ბატონო ნუგზარ, მაია წლებია უკვე, რაც ჩვენთან თანამშრომლობს და ხშირად დაგვხმარებია ინფორმაციების მოწოდებაში”. რას ნიშნავდა “წლებია თანამშრომლობს”? ეს ამბავი 93 წელს ხდებოდა. სამი წლით ადრე კი ეს ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის „კგბ“ იყო… ასე რომ ჩემო უმწიკლო ექსპერტო, ცოტა დრრრრრრ…. ამ ისტორიის გაგრძელებას ნუ მაიძულებ…“, – წერს ნუგზარ სულაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები