რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიზნით კონფერენცია მოეწყო
რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერის მიზნით დონორთა საერთაშორისო კონფერენცია მოეწყო. კონფერენცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბირთვული უსაფრთხოების სფეროში დონორთა მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეაფასეს და ახალი ღონისძიებების დაგეგმვაზე იმსჯელეს, ასევე რადიოაქტიური ნივთიერებების უსაფრთხოების უფრუნველყოფის სფეროში დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაინტერესების საკითხები განიხილეს.