ქართული ფილმების რეტროსპექტივა ნიუ-იორკში
ხვალიდან ნიუ-იორკში ქართული ფილმების მასშტაბური რეტროსპექტივა იწყება. ამ მოვლენას გავლენიანმა გაზეთმა „ნიო-იორკ თაიმსმა“ ვრცელი სტატია მიუძღვნა. რეტროსპეტივას, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 45-მდე ქართული ფილმი – როგორც საუკუნოვანი ქართული უხმო კინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა, ისე ახალი ქართული ფილმები, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – MoMA, კალიფორნიის უნივერსიტეტი – ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი უმასპინძლებენ. ნიუ-იორკისა და ბერკლის შემდეგ, 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება ვაშინგტონსა და ტორონტოს სინემათეკში შედგება. ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები არიან: ნიუ – იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი. რეტროსპექტივის მხარდამჭერები კი – საქართველოდან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.