ხაშურის საავადმყოფოში ჩვილი გარდაიცვალა
ოჯახის წევრთა განცხადებით, ახალგაზრდა მშობიარეს გეგმიური საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ბავშვი ჯანმრთელი იყო, თუმცა დაბადებიდან სამი საათის შემდეგ პატარას პრობლემები შეექმნა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზად ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა დაასახელეს და შესაბამისი მკურნალობაც დაიწყეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დიაგნოზი არასწორი იყო და ჩვილს გულის მანკი ჰქონდა.
მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ბავშვი ხაშურიდან მარნეულის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახს პრეტენზიები ხაშურის საავადმყოფოს ბავშვთა ექიმთან და ექოსკოპიის იმ ექიმთან აქვს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც ფეხმძიმე ორსულობის განმავლობაში იმყოფებოდა.
ხაშურის საავადმყოფოს მედიკოსები ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჩვილს გარდაცვალებამდე ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.