ექიმები ოზურგეთში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრთა ბრალდებებს პასუხობენ
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების განცხადებით, გუშინ გარდაცვლილი ორი წლის ბავშვის ნინი ირემაძის მშობლების ბრალდებები იმის შესახებ, რომ ბავშვი მედიკოსების გულგრილობის გამო გარდაიცვალა, უსაფუძველოა.
რაც შეეხება ირემაძეების პრეტენზიებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაგვიანებასთან დაკავშირებით, ექიმები რეანომობილის დაგვიანების მიზეზად აჭარაში არსებულ უამინდობას ასახელებენ.
„ჩვენ კლინიკაში ბავშვი ფაქტობრივად, ტერმინალურ მდგომარეობაში მოიყვანეს. ბავშვს ადგილზე დახვდა ექიმი–პედიატრი, ნევროპათოლოგი, ინფექციონისტი და რეანიმატოლოგი. პარალელურ რეჟიმში, შემოსვლისთანავე გამოძახებულ იქნა კატასტროფის ბრიგადა და რეფერალური სამსახური ქალაქ ბათუმიდან. ჩაუტარდა ყველანაირი რენიმატოლოგიური პროცედურები, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა“, – განაცხადა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები 2 წლის ნინი ირემაძე ოჯახის წევრებმა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გუშინ დილით უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები ბავშვის სიკვილის მიზეზად რენომობილის დაგვიანებასთან ერთად ექიმების გულგრილობასაც ასახელებდნენ.
ამჟამად, ბავშვის ცხედარს, ექსპერტიზა ბათუმში უტარდება.