ფოთის მერიასთან დევნილები მესამე დღეა შიმშილობენ
ფოთის მერიასთან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები მესამე დღეა შიმშილობენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.
მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მერიაში რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი.