სანდრა რულოვსი: პოლიტიკამ მომცა საშუალება გავრკვეულიყავი ვინ არის ნამდვილი მეგობარი

  • საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი განმარტავს, თუ რატომ გადაწვიტა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოში დარჩენა და მისი უმცროსი ვაჟისთვის საქართველოში განათლების მიღების გაგრძელება.
    ,,ჩვენ მაინც გვგონია, რომ ეს დროებითი ფაქტორია, რომ მიშა ქვეყნიდან იყოს წასული. მე ვფიქრობ, რომ როცა მცირეწლოვანი შვილი გყავს და დადის სკოლაში, ჰყავს თავისი სოციუმი, არ უნდა შეწყვიტოს აქ ცხოვრება და წავიდეს სხვა ქვეყანაში. ეს იყო ჩემი პრინციპი. თითქოს მშვიდად ვცხოვრობდით თბილისში, თუმცა ამ ზაფხულს ყველაფერი დაიძაბა. ჰოლანდიაში ვიყავი დასასვენებლად და მედიით გავიგე, რომ ჩემი მეუღლის ირგვლივ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ იძებნება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა “რუსთავი -2 ის” ეთერში.
    ამასთან, ექსპრეზიდენტის მეუღლე აღნიშნავს, რომ მტრულ და ცუდ დამოკიდებულებას არ გრძნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ პოლიტიკა ადამიანების კარგად გაცნობის საშუალებაა.
    ,,მე არ მიგრძვნია რამე მტრობა და ცუდი დამოკიდებულება. პოლიტიკა მშვენიერი საშუალებაა, რომ მეგობრებში კარგად გაერკვე – ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ – მედროვე. ჩემი დასკვნა, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, გავაკეთე და ვინც დარჩა ჩემს გვერდით, მშვენიერი დამოკიდებულება აქვთ და მე აქამდე თავს კარგად ვგრძნობ საქართველოში“, – განაცხადა ექსპრეზიდენტის მეუღლემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები