გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს წარმომადგენელს შეხვდა

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კატერინა ბოლონეზეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში ევროსაბჭოს დახმარებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„მოხარული ვარ, რომ ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ვფიქრობ, ამ საქმეში ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარება ფასდაუდებელია.“
ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მინისტრს ახალი პოსტი მიულოცა და განაცხადა, რომ ევროსაბჭო გააგრძელებს თანამშრომლობას სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები