აჭარაში წყალდიდობას ებრძვიან
აჭარაში სამ საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ამ დროისთვის ჩაქვის გვირაბთან ავტომობილების 2 კილომეტრიანი რიგია.
ასევე, გადაკეტილია ბათუმი- ქობულეთის გზა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი სიტუაცია ყოველი წვიმის დროს მეორდება, თუმცა ამ დროისთვის ვითარება საგანგაშოა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ძლიერმა წყალდიდობამ ხელვაჩაურის 53 -ე ტერიტორიაზე გაშენებული “ოცნების დასახლებაც” გაანადგურა.
წყალდიდობამ მუყაოსა და ფიცრების სახლები დატბორა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თითქმის ყველა ოჯახში განადგურდა საყოფაცხოვრებლო ნივთები.